პროტესტი მარტვილის ეპარქიაში

31 ოქტომბერი 2019, 20:00 1666 ნახვა

ცოტა ხნის წინ მარტვილში ჭყონდიდის ეპარქიის ტაძრის ეზოში სასულიერო პირები და მრევლი შეიკრიბა.  ამბობენ, რომ მათთვის  სინოდის გადაწყვეტილება მიუღებელია,  რომლის მიხედვითაც მეუფე პეტრე მღვდელმთავრობას ჩამოაშორეს. მათი ნაწილი აცხადებს, რომ მათი მღვდელმთავარი პეტრეა და ახალ მეუფეს  მხარს არ დაუჭერენ.

ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირებში ერთსულოვნებაა - აცხადებს მარტვილის წმ. ნინოს მონასტრის წინამძღოლი, იღუმენია თამარ გამყრელიძე. ისიც აკეთებს მინიშნებას, რომ ახალ წინამძღვარს შესაძლოა კეთილგანწყობით არ დახვდნენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში