სინოდს უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ განუხილავს

31 ოქტომბერი 2019, 20:00 1100 ნახვა

დაუჭერს თუ არა უკრაინის ავტოკეფალიას მხარს საქართველოს საპატრიარქო? ამ დრომდე პოზიცია უცნობია. დღეს იყო მოლოდინი, რომ სინოდის წევრები ამ საკითხზე იმსჯელებდნენ, მაგრამ როგორც ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ამბობს, სინოდის სხდომაზე უკრაინის ავტოკეფალიის თაობაზე ერთი სიტყვაც კი არ თქმულა. ამასთან იგი საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და ამბობს, რომ საჩქარო არაფერია.

რაც შეეხება თეოლოგების ნაწილის პოზიციას, ლევან აბაშიძე ფიქრობს, რომ ეს არის რთული და მძიმედ გადასაწყვეტი საკითხი. ამ საკითხზე საუბარი იყო მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრის დროსაც, ამასთან ბოლო სინოდის სხდომაზეც, ანუ გასულ წელსაც, აღინიშნა, რომ ამ სხდომაზე საკითხზე იმსჯელებდნენ, თუმცა როგორც უკვე მოისმინეთ მსჯელობა არ გამართულა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში