თუ ამ პრობლემასაც გააშუქებთ, იქნებ შემდეგ მაინც მოგვაქციოს ყურადღება... /მოქალაქის წერილი/

01 ნოემბერი 2019, 14:05 2420 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ბათუმიდან ივერ მანველიძე დაგვიკავშირდა. ივერი გვწერს, რომ ძლიერი წვიმების დროს, მისი სახლი და უბანი ტალახსა და ნაგავში იძირება, რადგან მდინარეზე ნაწილობრივ გაკეთებული ჯებირების გამო,  წყალი სახლს უტბორავს. 

"გამარჯობათ, კარგი იქნება თუ ამ პრობლემასაც გააშუქებთ, იქნებ შემდეგ მაინც მოგვაქციოს ვინმემ ყურადღება... ჩვენ ​ბათუმში, ანგისაზე, ჰელიმიშის ქუჩის ბოლოში ვცხოვრობთ. თითქმის ყოველ გაწვიმებაზე ასეთი მდგომარეობა გვაქვს, წყალმა ნათესები გამიფუჭა, მეზობლებს კი სარდაფები დაუტბორა.

თან წყალს მდინარე მეჯინისწყლიდან იმდენი ნაგავი მოაქვს, რომ ნახევარი ქუჩა დანაგვიანებულია. ჩვენ ტურისტებზე ვმუშაობთ და ასეთი ნაგავი მხოლოდ ხელს გვიშლის საქმიანობაში. ახლა ბელარუსები მყავს სტუმრად, წასვლას აპირებენ მხოლოდ ამის, დანაგვიანებული გარემოს გამო. 

წყლის მოვარდნა ეზოებში,ბოლო ორი წელია გახშირდა. სწორედ მას შემდეგ, რაც ნაპირსამაგრი სამუშაოები მხოლოდ ალაგ-ალაგ გააკეთეს. იქ, სადაც მდინარესთან ჯებირები გაამაგრეს, ნაპირი უფრო მაღლაა წამოწეული და წყალი შესაბამისად ვერ გადმოდის, მაგრამ სადაც ჯებირები არაა ტერიტორია სრულიად იტბორება. 

როცა მდინარე დიდდება, მცირე ზომის ხიდი ნაგავს იკრავს და შესაბამისად წყალის ნაკადს არ უშვებს, შემდეგ ეს ნაგავი, ჩვენს ეზოსთან ილექება. 

ყოველ გაწვიმებაზე, ამ ქუჩის სამი მოსახლე ვიტბორებით, გვერდითა უბანში კიდე უფრო მეტი პრობლემაა. რამოდენიმე ოჯახს სახლთან მისასვლელი სამანქანე გზა აღარ აქვს. ფეხით მისვლაც კი საშიშია" - წერს ივერი. 

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში