EMC განათლების სამინისტროს მიმართავს შეისწავლოს საპატრიარქოს გავლენები სკოლებში

01 ნოემბერი 2019, 20:03 1570 ნახვა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორების მხრიდან რელიგიური ნეიტრალიტეტის სავარაუდო დარღვევის საკითხს ეხმიანება და მოუწოდებს განათლების სამინისტროს ადეკვატური ზომები მიიღოს.

საქმე ეხება 30 ოქტომბერს ქედის რესურსცენტრში გამართულ შეხვედრას - სადაც სასულიერო პირები სკოლის დირექტორებს შეხვდნენ. EMC მიუთითებს, რომ შეხვედრის შინაარსი და სკოლის დირექტორების რიტორიკა იმ ნარატივის გაგრძელებაა, რომელიც მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქართველი მუსლიმი თემის მარგინალიზაციას ახდენს.

ამასთან არღვევს კონსტიტუციით აღიარებული სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს. აჭარის განათლების სამინისტროს პასუხი გუშინ „მთავარისთვის“ არ გაუცია - სამინისტროს საპასუხო განცხადება არც დღეს გაუკეთებია.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში