"ვითხოვთ, მთავრობამ მოაგვაროს ინფრასტრუქტურული პროექტები"- აქცია "ოცნების ქალაქში"

02 ნოემბერი 2019, 12:18 1047 ნახვა

ე.წ „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლები დღეს, აჭარის მთავრობის სახლთან აქციას გამართავენ. მათი განცხადებით, მთავრობა „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას აგვიანებს. მოქალაქეები ითხოვენ, რომ მშენებლობის დაწყებამდე მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ აუცილებელი ინფრასტრუქტურული პრობლემები მოაგვაროს.

გუშინ, მათ გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და ხელისუფლებისგან კორპუსების მშენებლობის შესახებ კონკრეტული გეგმის გასაჯაროება და ქუჩის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოითხოვეს. მათი თქმით, პრობლემურია ელექტროსისტემაც, რადგან ხშირია ხანძრის შემთხვევები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში