საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

03 ნოემბერი 2019, 11:15 1605 ნახვა

ბათუმში მიმდინარე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა 15 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. 1 ქულით გაუსწრეს ქართველებს რუსებმა და 16 ქულით ჩემპიონობა იზეიმეს.მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი 14 ქულით აზერბაიჯანის გუნდი გახდა. ჩვენმა მოჭადრაკეებმა წარმატებით იასპარეზეს ჩემპიონატის პირად დაფებზე. ქართული ჭადრაკის ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქალთა შორის საუკეთესო რეიტინგ - პერფომანსი აჩვენა და არამარტო პირველ დაფაზე არამედ მთელ ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მეოთხე ინდივიდუალურ დაფაზე ასევე საუკეთესო იყო და ოქროს მედლით დაჯილდოვდა მერი არაბიძე.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მესამე ინდივიდუალურ დაფაზე ლელა ჯავახიშვილმა. მესამე ადგილი დაიკავა, ინდივიდუალურ მეორე დაფაზე ივან ჩეპარინოვმა. რაც შეეხება ქალთა მეორე ნაკრებს, გოგონებმა ჩემპიონატი მე-9, ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა გუნდმა კი 32-ე ადგილზე დაასრულეს.ვაჟთა პირველმა ნაკრებმა ჩემპიონატზე მხოლოდ 10 ქულის მოპოვება შეძლეს რაც მე-14 ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. ვაჟთა ახალგაზრდული ნაკრები კი 8 ქულით 37 ადგილზე გავიდა.

ევროპის გუნდური ჩემპიონატი ბათუმში მიმდინარე წლის 24 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა,ზღვისპირა ქალაქმა გასულ წელს საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლა სადაც ქალთა პირველმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში