სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის უცხო ქვეყნების ოთხი პირი დააკავეს

03 ნოემბერი 2019, 14:02 1430 ნახვა

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სარფში ირანის 2, მაროკოს სამეფოს 1 და ალჟირის რესპუბლიკის 1 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ფეისბუქ გვერდზე საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

მათ ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთაში ედებათ. კერძოდ, ჯგუფურად თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს.

დანაშაული 4-დან 5 წლამდე თავისუფლეის აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში