დაზიანებული და საფრთხის შემცველი საცალფეხო ხიდი, რომლითაც 400-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს

04 ნოემბერი 2019, 16:00 2164 ნახვა

ხის ფიცრებით  და რკინის მავთულებით ნაშენები ხიდი, რომელიც ორი სოფლის მოსახლეობას ცენტრალურ გზასთან აკავშირებს დაზიანებულია. ხის ფიცრები ალაგალაგ ამოყრილია და რკინის მავთულებით მოწყობილი მოაჯირი მოშლილია. ადგილობრივები ამბობენ, ხიდზე გადაადგილება სახიფათოა.

მოქალაქეები ყვებიან, რომ ამ ხიდით ხალა - გორგაძეების  400-ზე მეტ ოჯახი სარგებლობს. მათი ინფორმაციით, ხიდი  ბოლო სამი წლის განმავლობაში დაზიანდა. გადაადგილება განსაკუთრებით საშიში მდინარე ჩაქვის წყლის ადიდებისას ხდება.

როდის ჩაუტარებს ქობულეთის გამგეობა საცალფეხო ხიდს რეაბილიტაციას დღეს ''მთავარში' 18:00 საათზე ნახავთ...

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში