ორი ბავშვი მაშველებმა რიონის სანაპიროზე, გვირაბიდან ამოიყვანეს

04 ნოემბერი 2019, 15:03 1669 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროზე დარჩენილ ორ მოზარდს მაშველების დახმარება დასჭირდათ. 

ისინი მაშველებმა გვირაბიდან სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით ამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

''მოზარდების დასახმარებლად, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ მეხანძრე-მაშველები. არასრულწლოვნები მდინარე რიონის სანაპიროზე არსებულ გვირაბში იმყოფებოდნენ და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. ორივე მათგანი, სპეციალური სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით, მაშველების მიერ უვნებლად გამოყვანილია უსაფრთხო ადგილას'' - წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ადგილზე პოლიციაც მივიდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში