ვაკანსია აჭარის მაუწყებელში - ანაზღაურება 1800 ლარი

04 ნოემბერი 2019, 17:17 5413 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიოს მიმართულებით საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის ვაკანტურ პოზიციაზე, კონკურსს აცხადებს. 

თუ გაქვთ უმაღლესი აკადემიური განათლება, მაღალი მოტივაცია, ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი, შეგიძლიათ როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური მუშაობა აუცილებლად გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები და მიიღეთ კონკურსში მონაწილეობა. 

ამ პოზიციაზე მაუწყებელს 1800 ლარი აქვს განსაზღვრული. მოვალეობებში კი შედის: თემების მოძიება, ანალიზი და შერჩევა. ექსკლუზიური თემების გამოვლენა და დამუშავება. გადაცემის დაგეგმვა, ორგანიზება, მასალის საეთეროდ მომზადება და პირდაპირ ეთერში მუშაობაც. დღის გადაცემების გეგმის შედგენა, აქტუალური თემების გამოვლენა, გადაცემაში მოსაწვევი რესპოდენტების შერჩევა და მოწვევა. ბალანსის უზრუნველყოფა და გადაცემებში ობიექტურობის დაცვა. 

დამატებითი ქულები მოგენიჭებათ, თუ თქვენ აქტუალური თემების მიმართ მაღალი ინტერესი გაქვთ და იცნობთ საკითხს. თუ იცით სამონტაჟო პროგრამები, გაქვთ პირდაპირ ეთერში მუშაობის გამოცდილება და ფლობთ რომელიმე უცხო ენას. 

განცხადებები 4 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით მიიღება. გამოაგზავნეთ პირადობისა და დიპლომის ასლები, სამოტივაციო წერილი და რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე HR@ajaratv.ge. 

უფრო მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: ვაკანსია

რადიოს მიმართულებით სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიცია ვაკანტური, ერთი კვირის წინ გახდა. თამილა დოლიძე, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრად აირჩიეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში