ვაკანსია რეპორტიორზე აჭარის მაუწყებლის ქობულეთის ბიუროში 

04 ნოემბერი 2019, 18:08 1728 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს საინფორმაციო სამსახური ეძებს რეპორტიორს, რომელიც ქობულეთის ბიუროში იმუშავებს.

თუ გაქვთ უმაღლესი აკადემიური განათლება, მაღალი მოტივაცია, ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი, შეგიძლიათ როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური მუშაობა აუცილებლად გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები და მიიღეთ კონკურსში მონაწილეობა. 

ანაზღაურება კვალიფიკაციის და შეთანხმების საგანია. მოვალეობებში კი შედის: თემების მოძიება, ანალიზი და შერჩევა. ექსკლუზიური თემების გამოვლენა, დამუშავება და პირდაპირ ეთერში მუშაობა. 

დამატებითი ქულები მოგენიჭებათ, თუ თქვენ აქტუალური თემების მიმართ მაღალი ინტერესი გაქვთ და იცნობთ საკითხს. თუ იცით სამონტაჟო პროგრამები, გაქვთ პირდაპირ ეთერში მუშაობის გამოცდილება და ფლობთ რომელიმე უცხო ენას. 

განცხადებები 4 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით მიიღება. გამოაგზავნეთ პირადობისა და დიპლომის ასლები, სამოტივაციო წერილი და რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე HR@ajaratv.ge. 

უფრო მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: ვაკანსია

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში