წყალდიდობით დაზარალებულები, კომპენსაციისთვის დახარჯული ასეულობით ლარი და განუხორციელებელი პროექტი

04 ნოემბერი 2019, 20:05 1723 ნახვა

ადიდდა მდინარე აჭყვა - ვითვლით ზარალს - ასეთ ფრაზას ქობულეთში დასაქმებული თანამდებობის პირებისგან თითქმის ყოველწლიურად, ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ ვისმენთ.  მდინარე 2 დღის წინაც ადიდდა, განსაკუთრებით მწვავე პრობლემები ამჯერად არ შეუქმნია, მაგრამ  არაერთი პრობლემა იძებნება ჩვენს არქივში. ამის შესახებ იციან მუნიციპალური განვითარების ფონდში, აჭარის მთავრობაში და ქობულეთის მერიაში. იციან მთავარი პრობლემის წყაროც და გადაჭრის გზაც.

შარშან ითქვა, რომ პროექტი მზად იყო წელს კი განხორციელება დაიწყებოდა და ათ თვეში კალაპოტი მოწესრიგდებოდა, მაგრამ ჯერ არაფერი დაწყებულა. 14-მილიონიანი პროექტი, ყოველწლიური მნიშვნელოვანი ზარალი და მოქალაქეები, რომლებიც ყოველი გაწვიმებისას დატბორვის მოლოდინში არიან.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში