“და ჩვენ ვიცეკვეთ”- ფილმის პრემიერის ჩაშლას გეგმავენ

05 ნოემბერი 2019, 18:11 1635 ნახვა

ფილმი თავისუფლებასა და პიროვნულ განვითარებაზე, ასე ხსნიან „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შინაარსს თავად მსახიობები, თუმცა შესაძლოა დაანონსებულ კინოჩვენებებზე, სწორედ თავისუფლება  შეგეზღუდოთ. არიან ადამიანები, რომლებიც 8,9 და 10 ნოემბერს ბათუმსა და თბილისში კინოთეატრების პიკეტირებას გეგმავენ, იმ მიზნით, რომ ეს ფილმი ვერ ნახოთ.  ფილმი, რომელიც ჯერ მაყურებელს არ უნახავს, უკვე განსჯის საგანია.

უსაფრთხოების მიზნით, მთავარ როლში მონაწილე მსახიობები კინოჩვენებებზე დასწრებას არ აპირებენ, გარკვეული ჯგუფების მიერ დაანონსებული არაკანონიერი ქმედებების გამო, კინოთეატრებთან შესაძლოა სამართალდამცველების მობილიზებაც გახდეს საჭირო. აქვე გეტყვით, ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ უკვე წარადგინეს კანის კინოფესტივალზე და ის უკვე 25-ზე მეტმა ქვეყანამ შეიძინა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში