სოფიო კილაძე აცხადებს, რომ ყოფილი ქმრისგან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია

05 ნოემბერი 2019, 20:08 1539 ნახვა

ოჯახში ძალადობას არ აქვს სოციალური სტატუსი, ასაკი, რელიგია და მისი მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა“ - ამის შესახებ სახალხო დამცველი აცხადებს. ომბუდსმენი ამბობს, რომ ყველა ქალმა უნდა ამოიღოს ხმა ძალადობის დროს და მისცეს სხვებს მაგალითი.
 

მაგალითი ამჯერად უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აღმოჩნდა, რომელმაც თქვა, რომ ყოფილმა ქმარმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა.დეპუტატის ყოფილი ქმრის მიმართ შემაკავებელი ორდერი გაიცა. მედიის ინფორმაციით იგი ახლაც საჯარო სამსახურში, თავდაცვის სამინისტროში მუშაობს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში