“და ჩვენ ვიცეკვეთ”-ფილმის პრემიერის ჩაშლას გეგმავენ

05 ნოემბერი 2019, 20:00 1543 ნახვა

არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, ახლა კი შვედეთის სახელით ოსკარზე წარდგენილი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საპრემიერო ჩვენებები, კანის კინოფესტივალის შემდეგ, საქართველოში 8 ნოემბერს იწყება.

საფრანგეთის მსგავსად ფილმის მიმართ ყურადღება ჩვენთანაც დიდია, მაგრამ საფრანგეთისგან განსხვავებით საქართველოს კინოთეატრებთან პარასკევს შესაძლოა პოლიციის მობილიზება გახდეს საჭირო.

ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამის ჩვენებების ჩაშლის მიზნით კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს აანონსებს ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფი.  ამ მხარეს დგას საპატრიარქოც. ომბუდსმენი და ადამიანის უფლებადამცველები კი  შსს-ს მოუწოდებენ გაატაროს პრევენციული ღონისძიებები.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში