"რუსეთი უნდა დავარწმუნოთ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაში" - საქართველოს პრეზიდენტი 

06 ნოემბერი 2019, 11:17 1796 ნახვა

 ბათუმში თავდაცვის და უსაფრთხოების მე-13 კონფერენციის გახსნაზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებს და ჟენევის მოლაპარაკებების თანა თავმჯდომარეებს სიტყვით მიმართა, რომ ადეკვატურად უპასუხონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებს. 

"ამ ჰუმანიტარულ ტრაგედიაში და მოძებნონ ეფექტური გადაწყვეტის გზები. ადეკვატური პასუხის არარსებობა ამ სიტუაციაში, რაც 2008 წლის მერე გრძელდება, თავად წარმოადგენს უსაფრთხოების გამოწვევას.

მოსახლეობის უიმედობას და გაჭირვებას შეიძლება მოყვეს ინციდენტები, რომელთა თავიდან აცილება და კონტროლი ჩვენს საერთო ინტერესშია. რუსეთი უნდა დავარწმუნოთ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაში და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოვიძიოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზების გადაწყვეტის შესაძლებლობები ჟენევის, სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.

რეგიონში ხანგრძლივი უსაფრთხოების მიღწევის ეს ერთადერთი გზა არსებობს. საქართველოს პასუხი ამ გამოწვევბზე მის თავდაცვის პოლიტიკაში და ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაშია. საქართველოსთვის თავდაცვის პოლიტიკა ნიშნავს ნატოს, როგორც უსაფრთხოების მთავარი უზრუნველმყოფის, „ღია კართან“ მაქსიმალური მიახლოვება. ინტეგრაციის ეს პროცესი დღეს არის კონსტიტუციით გარანტირებული, მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილი და შეუქცევადი. ეს პროცესი არა მარტო მომავალს გვპირდება, არამედ უკვე აძლევს ქართულ შეიარაღებულ ძალებს გაზარდოს თავისი თავდაცვისუნარიანობა. ერთობლივად ჩვენ განვახორციელეთ მრავალ წვრთნა, წარმატებით დავასრულეთ ნატო საქართველოს არსებითი პაკეტი და ახალი ფაზის დაწყებისთვის ვემზადებით" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტი.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში