„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - პრემიერა და დაგეგმილი აქციები 

06 ნოემბერი 2019, 18:03 3563 ნახვა

ფილმი, რომელიც ხალხმა უნდა ნახოს - ეს არის  “და ჩვენ ვიცეკვეთ” პროდიუსერის მოკლე ანოტაცია, ასევე ამბობს, რომ ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი კანონის ფარგლებში გამოხატოს. საუბარია იმ ფილმის კინოჩვენებების ძალისმიერი გზით შესაძლო ჩაშლაზე, რომელიც ადამიანის თავისუფლებასა და პიროვნულ განვითარებაზე შეიქმნა. პრემიერამდე ორი დღით ადრე ფილმის გარშემო ისევ აზრთა სხვადასხვაობაა.

საპატრიარქოს მიუღებლად მიაჩნია ამ ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება, თუმცა ემიჯნებიან ძალადობას. საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლების დაცვას შეცდება ხვალ შინაგან საქმეთა სამინისტრო. თბილისში ამ დროისათვის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, მაღალი ინტერესია ფილმის მიმართ ბათუმშიც.

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში