ვინ იქნება აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე - ახლადარჩეული ბორდის პირველი სხდომა

07 ნოემბერი 2019, 16:44 1689 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახლადარჩეული მრჩეველთა საბჭო, 12 ნოემბერს პირველ სხდომას გამართავს.

მრჩეველთა საბჭოს წევრებმა, თავმჯდომარე და მოადგილე უნდა აირჩიონ, ასევე სხდომაზე განხილული იქნება მაუწყებლის მიმდინარე საკითხები. 

სხდომა 15 საათზეა ჩანიშნული.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, 25 ოქტომბერს, მრჩეველთა საბჭოს 3 წევრი უკვე აირჩია. საბჭოს ამ ეტაპზე ჰყავს ოთხი წევრი: ''ქართული ოცნების'' კვოტით თამილა დოლიძე, სოსო სტურუა და გიგა ჩხარტიშვილი. ხოლო დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით თამარ წილოსანია. 

კანონმდებლობით, მრჩეველთა საბჭოს კიდევ წევრი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას'' უნდა დაესახელებინა, თუმცა ოპოზიციურმა პარტიამ უარი განაცხადა.

უმაღლესმა საბჭომ ერთ მრჩეველზე კონკურსი გუშინ გამოაცხადა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში