"და ჩვენ ვიცეკვეთ"- ფილმის ჩვენება ბათუმსა და თბილისში პროტესტის ფონზე გაიმართება

08 ნოემბერი 2019, 10:32 2606 ნახვა

,,და ჩვენ ვიცეკვეთ“ სკანდალური ფილმის საპრემიერო ჩვენება დღეს პროტესტის ფონზე გაიმართება.   ლევან ვასაძისა და "ქართული მარშის" მომხრეები რამდენიმე დღეა უკვე აანონსებენ, რომ ფილმის ჩვენებას ჩაშლიან, ქვეყნის ყველა კინოთეატრში. ქართულ-შვედური ფილმი მიუღებელია ეკლესიისთვისაც. სასულიერო პირები მშობლებს მოუწოდებენ არ გაუშვან შვილები კინოთეატრში. დაგეგმილი საპროტესტო აქციების ფონზე კინოთეატრებში დამატებითი უსაფრთხოების ზომებია მიღებული. 

ლევან ვასაძემ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, "ქართული მარშის" წევრებმა და "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებამ", ბათუმსა და თბილისში ფილმის ჩვენების პრემიერის ჩაშლა დაანონსეს. თქვეს, რომ ფილმი რყვნის საზოგადოებას და მისი ჩვენებს არ დაუშვებენ.

საპატრიარქოს მიუღებლად მიაჩნია ამ ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება, თუმცა  ძალადობას ემიჯნებიან.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში