არჩევნები თსუ-ში

20 აპრილი 2016, 00:00 4631 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს. მას უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის პირი ირჩევს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. კენჭისყრის პროცედურა 18 საათამდე გაგრძელდება. არჩევნებს 16 ინდივიდიაულური პირი და ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება. საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა ოთხი კანდიდატურა: ცირა ბარამიძე, ლევან გორდეზიანი, დარეჯან თვალთვაძე და გიორგი ანდრიაძე. შედეგები დღესვე, კენჭისყრის პროცედურის დასრულებიდან დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ გახდება ცნობილი. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობაზე მუშაობას შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყებს და ლადო პაპავას ჩაანაცვლებს. 

ამავე კატეგორიაში