ბაგირი სავარაუდოდ დაჟანგული იყო, რის გამოც სიმძიმეს ვერ გაუძლო - შრომის ინსპექტორი

08 ნოემბერი 2019, 11:21 3798 ნახვა

ბათუმში, 26 მაისისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში მდებარე კორპუსში, სადაც გუშინ ახალგაზრდა კაცი ფასადის  სამღებრო სამუშაოების დროს დაიღუპა, შრომის ინსპექტორები მუშაობას დღეს განაახლებენ.

23 წლის კაცი მეათე სართულზე დამაგრებული ხარაჩოდან ჩამოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

წინასწარი მონაცემებით, უბედური შემთხვევის მიზეზი, ბაგირი გაწყვეტა გახდა. შრომის უსაფრთხოების ინსპექტორების ინფორმაციით, ბაგირი დაჟანგული იყო, რის გამოც მან სიმძიმეს ვერ გაუძლო. 

კომპანიის თანამშრომლები, სადაც ახალგაზრდა იყო დასაქმებული გუშინ გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში