პირადად თქვენ, თქვენს ოჯახში დაჯექით და უყურეთ - ''ქართული იდეის'' წევრი 

08 ნოემბერი 2019, 15:31 2458 ნახვა

''პირადად თქვენ, თქვენს ოჯახში დაჯექით და უყურეთ. მომავალი თაობა საერთოდ არ არის გათვიცნობიერებული ამ პროპაგანდაში, არ დავუშვებთ იმას, რომ ბავშვები მოიწამლონ'' - უთხრა ჟურნალისტებს ​''საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა ''ქართული იდეის'' წევრმა. მედიის წარმომადგენლებმა მას ჰკითხეს: ''ვის აქვს უფლება შეუზღუდოს მოქალაქეს, რომელსაც ბილეთი აქვს ნაყიდი ფილმის ყურება?

ტარიელ მახარაძე ამბობს, რომ თანამოაზრეებთან ერთად, საღამოს კინოთეატრ ''აპოლოსთან'' მისვლას გეგმავს. მისი თქმით, ფილმი გადაღება და ჩვენება ქართულ ფასეულობას ეწინააღმდეგება. 

''ქართული იდეის'' წევრის განმარტებით, არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან ხალხის რეაქციაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. 

''არ ვაპირებთ ძალისმიერი მეთოდებით საპროტესტო აქცია მოვაწყოთ, მაგრამ ხალხის სულისკვეთება როგორი იქნება, რა მოვლენები განვითარდება ამის გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემთ. ჩვენ ვაპირებთ გავაპროტესტოთ ის გარყვნილება, თუნდაც ფილმის გაშვებით და გადაღებით რაც ხდება. პროპაგანდა ჩვენი ერის, ფასეულობებისა და ტრადიციების წინააღმდეგ. ჩვენ ვართ ქართველი ერის ხმა და ვიქნებით იმ სადარაჯოზე, სადაც იქნება ქართველი ერის შეჭირვება. 

თქვენი ტელევიზია და მასმედია ცდილობს იმას, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება საიდანაც ისმის, ის დაბლოკოს'' - ამბობს ტარიელ მახარაძე.

ბათუმში, კინოთეატრ ''აპოლოსთან'' პოლიციელები უკვე მივიდნენ. ჩვენება 22:00 საათზეა ჩანიშნული. თბილისის მსგავსად ბათუმშიც ფილმის ყველა ბილეთი გაყიდულია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში