ქობულეთის მერიის 4 თანამშრომელი დააკავეს

08 ნოემბერი 2019, 19:42 4274 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ფინანსურმა პოლიციამ ქობულეთის მერიის 4 თანამშრომელი დააკავა. მათ შორის სამი სოფლის რწმუნებულია. 

რაც შეეხება მერიის ერთ თანამშრომელს, ის სავარაუდოდ, ინფრასტრუქტურის სამსახურში იყო დასაქმებული. 

ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. ამბობენ, რომ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ქობულეთის მერიასაც დაუკავშირდა. ფაქტს ამ ეტაპზე არ ადასტურებენ. სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ საკრებულოს თავმჯდომარე და ასევე  ქობულეთის მერის მოადგილე დავით ვერულიძე. ​

ქობულეთის მერს მირიან ქათამაძეს კი ტელეფონი გამორთული აქვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში