კინოთეატრ აპოლოსთან სიტუაცია დაიძაბა - დაშავებულია დაცვის თანამშრომელი

08 ნოემბერი 2019, 21:11 5075 ნახვა

ამ წუთებში, ბათუმში, კინოთეატრ აპოლოში დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" დაწყებამდე, მაყურებლები შენობაში შესვლას ცდილობდნენ, ნაწილს სავარაუდოდ კვერცხები ესროლეს, ასევე შენობაში შეაგდეს შაშხანა. 

შუშხუნას შეგდების შედეგად, სავარაუდოდ აპოლოს თანამშრომელი დაშავდა. დაცვის თანამშრომლებმა კარი ჩაკეტეს და აპოლოს ფოეიეში, არავის უშვებენ.  გარეთ კი პოლიციელები დილიდან არიან მობილიზებულები.

''აპოლოსთან'' შეკრებილები პოლიციას მოუწოდებენ და კატეგორიულად მოითხოვენ ჩაიკეტოს კარი და  მოქალაქეები კინოთეატრში არ შეუშვან. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში