''გეი ფილმის პრემიერას საქართველოში პროტესტი, დაკავებები და დაშავებულები მოჰყვა“ - NBC

09 ნოემბერი 2019, 18:15 1570 ნახვა

„გეი ფილმის პრემიერას საქართველოში პროტესტი, დაკავებები და დაშავებულები მოჰყვა“, - ამ სათაურით სტატიას ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართული პრემიერის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ამერიკული ტელეკომპანია აქვეყნებს.  „რადიკალურად განწყობილმა ასობით მომიტინგემ თბილისის ერთ-ერთ კინოთეატრში შეჭრა სცადა, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. შეტაკებების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

დაშავებულებს შორის იყო ადგილობრივი აქტივისტი ანა სუბელიანი, რომელსაც პოლიცია უმოქმედობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „მასსა და მის მეგობრებს სცემდნენ და ემუქრებოდნენ“, - წერს ჟურნალისტი ალექს კუპერი. „ჯერ კიდევ პრემიერამდე ცნობილი იყო, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფები და სასულიერო პირები ფილმს საჯაროდ გააკრიტიკებდნენ. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიაში კი განაცხადეს, რომ სოდომის ცოდვის პროპაგანდას გულგრილად ვერ შეხვდებოდნენ“, - წერს NBC.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში