აუდიტორია 115-ის განცხადება

20 აპრილი 2016, 00:00 3126 ნახვა

"აუდიტორია 115" თსუ-ში მიმდინარე არჩევნებზე განცხადებას ავრცელებს. სტუდენტების ნაწილი აკადემიურ საბჭოს მოუწოდებს, უზრუნველყოს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება. აუდიტორიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ის დარღვევებისა და ექსესების გარეშე ჩაივლის. ციტატა: "ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არ ჰქონდეს უფლება, გახდეს რექტორობის კანდიდატი. მოვუწოდებთ ყველა პროფესორს, თუ აკადემიურ პერსონალს, რომ იყვნენ მიუკერძოებელნი და ვიმედოვნებთ, რომ ამ არჩევნებში კლანთა ინტერესები არ გატარდება!", - ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში