8 ნოემბრის ძალადობრივი შეკრების ორგანიზატორების მიმართ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაიწყოს - ''არა ფობიას'' მოწოდება

10 ნოემბერი 2019, 15:11 1423 ნახვა

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ აცხადებს, რომ ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ-ის“ ჩვენებაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ იყო საფრთხეების აღსაკვეთად.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პროკურატურას 8 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაიწყონ. მათი თქმით, პრემიერამდე ჰომოფობიური ჯგუფების ლიდერების გავრცელებულ განცხადებებზე გამოძიების დაწყებას შესაძლოა პრევენციული ეფექტი ჰქონოდა და ხელი შეეშალა ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისთვის.

„არა ფობიას“ მოუწოდებს მთავრობას გამოიჩინოს წინდახედულობა, უარი თქვას ძალადობრივი ჯგუფების მიართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებაზე, შეიმუშავოს პოლიტიკა ამგვარი ჯგუფების გაძლიერების შესაჩერებლად და საზოგადოებაში უსაფრთხო, ტოლერანტული გარემოს დასამკვიდრებლად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში