მე რომ მაძლევთ სტატუსს და გიორგი სულაშვილს არა, ეგ რა მაფიაა არ ვიცი - მაკო გომური

12 ნოემბერი 2019, 09:59 2077 ნახვა

20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს დაზარალებული მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურამ გაავრცელა. მომხდარს მაკო გომური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. დაზარალებული წერს, რომ იმავე დღეს დაშავებულ გიორგი სულაშვილს სტატუსი არ მიანიჭეს, რაც არასწორია.

სტატუს უცვლელად გთავაზობთ: 

''ლამის 5 თვე გავიდა.
უი მაკომ ხმა ამოიღოვო და დაფაცურდნენ, მგონი მართლა დაზარალებულიაო, მგონი მართლა ამოთხარეს თვალიო, ვეღარ ხედავსო, ჩამოიღეს ჩემი საქმე თაროდან...
თადუმაძემ ორი დღის წინ თქვა, კანონია შესაცვლელი კონსტიტუციაშიო, შეცვალეს ორდღეში, დაამტკიცეს კანონი, გამოიძიეს ჩემი საქმე და უი,მართალი ვყოფილვარ...
რა მალე ყოფილა შესაძლებელი რაღაცების შეცვლა თუ სხვებს სურს.

ჰოდა მე რომ მაძლევთ ამ სტატუსს და გიორგი სულაშვილს (რომელსაც ჩემზე მეტად ჰქონდა სახე ტრამვირებული) არ აძლევთ ,ეგ რა მაფიაა არ ვიცი. ტეხავს.

მადლობა ყველას აი ყველააააას,განსაკუთრებით საიას გმირებს... 

ამდენ ხნიანი ლოდინის, ტანჯვის, ტკივილის, მეტროში თვალის ამოვარდნების, უამრავი მზერის შემდეგ მაინც გავიმარჯვე. 5 თვის შემდეგ მარა მაინც. ეს ყველაზე მინიმალური იყო რაც შეეძლოთ გაეკეთებინათ. ამით არ მთავრდება ყველაფერი, პირიქით იწყება. კი, დავიღალე, გამოვიფიტე. ხომ არსებობს სამყაროში გამოლევადი, მაგრამ აღდგენადი რესურსები. ჰოდა აღვიდგენ ისევ ძალებსაც. მარტო ჩემთვის არა, იმ ადამიანებისთვის, ვინც მარტივად ნებდება.

ნუ ფიქრობთ რა, ამ ქვეყანაში ჩვენი სიტყვა მაინც არავის ადარდებსო და ფეხებზე ნუ იკიდებთ ყველაფერს, არაა ასე. გამოდი და ამოიღე ხმა რომ გაწუხებს, გტკივა, ვერ ეგუები'' - დაწერს მაკო გომურმა სოციალურ ქსელში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში