"ალიანს ჯგუფი" ქობულეთში ფიჭვის უნიკალური ჯიშის ხეებს ჭრის - ტერიტორიაზე სასტუმრო შენდება

13 ნოემბერი 2019, 15:00 7848 ნახვა

მოქალაქეები ხეების ჭრას აპროტესტებენ, ამბობენ რომ ტერიტორიაზე "ალიანს ჯგუფი" დიდ სასტუმრო კომპლექსს აშენებს და მშენებლობისთვის ადგილი სჭირდება.  "უნებართვოდ ჭრიან ჩვენს მიერ დარგულ და ნაზარდ ხეებს, რომელიც წლების წინ დავრგეთ და ქარსაცავი ზოლის ფუნქციას ასრულებდა" - გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეების ჭრა დღეს დილით დაიწყო. დაახლობით 15-ძირი ხე მოიჭრა და ამ წუთებშიც მომდინარეობს პროცესი. ფიჭვის მარადმწვანე უნიკალური ჯიშის ხეები, სამეფო ჯიშის ხეებს მიეკუთვნება.

მოქალაქეები გვიყვებიან, რომ პოლიციაც გამოიძახეს და ადგილზე იყო მისული გარემოს დაცვის ინსპექცია. ისინი შევიდნენ ტერიტორიაზე და დაათვალიერეს, თუმცა ხეების ჭრა ისევ გრძელდება. 

ტერიტორია ზღვის სანაპირო ზოლში მდებარეობს, დავით აღმაშენებლის 592-ნომრის მოპირდაპირედ მდებარეობს.  ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე ამბობს, რომ "ამ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა ქობულეთის მერიამ და საკრებულომ გასცა, რომელიც, ითვალისწინებს ტერიტორიაზე "ალინს ჯგუფის" სასტუმრო კომპლექსის აშენებას. ეს ტერიტორია კერძო საკუთრებას წარმოადგენს. აღნიშნულ ტერიტორიაზე გრგ-ეს გეგმის თანახმად, უნდა მოეწყოს რეკრეაციული ზონა და უნდა დაირგას ახალი ფიჭვის ნერგები". 

მირიან ქათამაძის განცხადებით ეს ტერიტორია, დაახლოებით 30-ათასი კვადრატულ მეტრი იქნება, სადაც ხეები ჭრა ლიმიტირებული არ არის

 

 

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში