ვენეცია დაიტბორა - მერი ამბობს, რომ ეს კლიმატიური ცვლილებების შედეგია

13 ნოემბერი 2019, 19:00 3933 ნახვა

ვენეციის დიდ ნაწილში წყალდიდობაა. წყალმა ისტორიული ქალაქის ცენტრალური ადგილები დაფარა. ქალაქის მერი ფიქრობს, რომ წყლის დონის აწევა პირდაპირ კლიმატიური ცვლილებების შედეგია. ამის შესახებ ბიბისი წერს. 

ლუიჯი ბარგნარი ტვიტერზე წერს, რომ ყველაზე მაღალი წყლის დონე რეგიონში გადაფარულია. ''წყლის ყველაზე მაღალი დონე, რომელიც რეგიონში ბოლო 50 წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა ''მისი ნიშნული დატოვა'' - წერს ტვიტერზე ვენეციის მერი ლუიჯი ბარგნარი,  და დაამატა, რომ ხელისუფლება უნდა მოისმინოს... ეს არის კლიმატური ცვლილებების შედეგი ..'' ეს ძალიან ძვირი დაგვიჯდება''.

მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით ვენეციაში წყლის  სიმაღლემ 1.87 მეტრს მიაღწია,რაც ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.  ვენეციაში წყლის მონიტორინგის ინფორმაციით, ამაზე რეკორდული შედეგი მხოლოდ 1966 წელს ფიქსირდება, როცა დატბორვისას წყლის სიმაღლე 1.94 მეტრს უდრიდა.. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში