''ხეების ულიმიტოდ მოჭრის უფლება აქვთ“ - ქობულეთის მერი ფიჭვნარში ფიჭვების მოჭრაზე

13 ნოემბერი 2019, 20:30 2138 ნახვა

ქობულეთის ფიჭვნარში უნიკალური ჯიშის ფიჭვებს ჭრიან. 20-მდე ხე მოქალაქეების თქმით ზღვის სანაპიროზე დილიდან გაჩეხეს. ამ ტერიტორიაზე „ალიანს ჯგუფი“ სასტუმროს აშენებს. ქობულეთის მერი კი ირწმუნება, რომ კომპანია ტერიტორიაზე უფრო მეტ ხეს დარგავს, რაც არ  აკმაყოფილებთ ადგილობრივებს.

ისინი ხეების ჭრას აპროტესტებენ. სხვათა შორის ამ ტერიტორიის გასხვისების ფაქტი მოხვდა აუდიტის დასკვნაში. აუდიტი მიუთითებს, რომ მთავრობამ აუქციონი „ალიანსის“ მიერ შეთავაზებულ პირობებს მოარგო და უკონკურენტო გარემო შექმნა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში