თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

14 ნოემბერი 2019, 09:45 1589 ნახვა

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა მამაკაცის, ნოდარ ცხადაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. ის დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმიშვილი, ბექა კვიციანია. 

ბრალდებული სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, აიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დაკავებული პირი წარსულში ნასამართლევია. 

''გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბ.კ.-მ თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1983 წელს დაბადებულ ნ. ც.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნ. ც. ადგილზე გარდაიცვალა'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში