აქციის მონაწილეები ჩვენს მოთხოვნას არ დაემორჩილნენ - კონსტანტინე ანანიაშვილი

15 ნოემბერი 2019, 12:32 3411 ნახვა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი ამბობს, რომ აქციის მონაწილეები მათ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ, რის გამოც 4 მონაწილე დააკავეს. მისივე განმარტებით, მიმდინარეობს ფაქტის ადმინისტრაციული შესწავლა.

"აჭარის პოლიციის დეპარტამენტში დაფიქსირდა შეტყობინება დაცვის სამსახურიდან, მათი განმარტებით მთავრობის სახლი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სამუშაო შენობა, ცენტრალური შესასვლელი ბლოკირებული იყო. მათივე განმარტებით, თანამშრომლებს არ ეძლეოდათ გადაადგილების საშუალება. საუბარია როგორც შესვლაზე, ასევე გამოსვლაზე. ადგილზე გამოცხადნენ საპოლიციო ძალები. არაერთი განმარტებისა, რომ გაეთავისუფლებინათ შესასვლელი და გამოეხატათ პროტესტი სხვა ფორმით. ისინი არაერთ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, ამის შემდგომ პოლიციის მიერ დაკავებული იქნა აქციის 4 მონაწილე და ფაქტზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული შესწავლა"-განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში