გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობა - კვლევის შედეგები

15 ნოემბერი 2019, 15:46 1309 ნახვა

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს კვლევის თანახმად   აჭარის უმაღლესი საბჭოს  გენდერული  თანასწორობის საბჭო სათანადოდ  ვერ ასრულებს  დაკისრებულ უფლება მოვალეობას. ორგანიზაციის ინფორმაციით  საბჭოს არ აქვს საკმარისი ინიციატივები ,  პრობლემაა  აქტივობების  სიმცირე და  პასიურობა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვის   კუთხით .  მალხაზ ჭკადუას თქმით   გენდერული  საბჭოს წევრებს   სათანადოდ გააზრებული არ აქვთ  ამ საბჭოს მნიშვნელობა და დატვირთვა .ასევე  მუნიციპალიტეტებში დარღვეულია გადაწყვეტილების მიმღები  ადამიანების  გენდერული ბალანსი. უმაღლესი საბჭოს  გენდერული თანასწორობის  საბჭოს  თავმჯდომარე შენიშვნებს იზიარებს და რეკომენდაციების  გათვალისწინების პირობას დებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში