სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დაშავებული ერთ-ერთი მუშა თბილისში გადაიყვანეს

18 ნოემბერი 2019, 10:19 1887 ნახვა

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე დაშავებული ერთ-ერთი მუშა, რომელიც საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული, გუშინ გვიან ღამით თბილისში გადაიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პაციენტი დედაქალაქში ოჯახის მოთხოვნით წაიყვანეს. მას ართროსკოპიული ჩარევა სჭირდება. 30 წლამდე მამაკაცს ბათუმში ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. 

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, ის ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მედიკოსების განცხადებით, პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა. მას კიდევ ერთ ქირურგიული ჩარევა სჭირდება, რომელიც მოგვიანებით დაიგეგმება. მამაკაცს, ორივე მყესის ძვალი ჰქონდა გატეხილი, ასევე აღენიშნებოდა ღია ჭრილობები. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ორივე დაშავებულს ფეხი შეუნარჩუნდა. 

შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მუშებს რკინის კონსტრუქცია დაეცათ. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში