აქციის ორგანიზატორები პარლამენტის წინ კიდევ ერთ კარავს შლიან

18 ნოემბერი 2019, 13:19 1414 ნახვა

პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე კარვების რიცხვი იმატებს. ამ წუთებში (13:10) აქციის მონაწილეები, რუსთაველზე კიდევ ერთ კარავს შლიან.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ აპირებენ დანებებას და რუსთაველზე, კიდევ უფრო მეტ კარავს დადგამენ.

აღნიშნული ქმედება, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას მოჰყვა, სადაც ის ამბობს, რომ ''ოცნება" არ აპირებს წავიდეს კომპრომისზე და არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს იყო დათქმული.

''2020 წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით ისევე, როგორც ტარდებოდა აქამდე, უკანასკნელი სამი ათწლეულის მანძილზე. მოვუწოდებთ ოპონენტებს, მოემზადონ  და ხალხის მხარდაჭერის არქონას საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ -  ეს განცხადება კახა კალაძემ დღეს ''ქართული ოცნების'' ოფისში გააკეთა.

ავტორი: გიგი გელხვიიძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში