აქციის დაშლისას 3 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის ერთი პოლიციელია - ჯანდაცვის სამინისტრო

18 ნოემბერი 2019, 20:38 2037 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის დაშლისას 3 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორისაც ერთი პოლიციელია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს. მათ შორის ერთი პოლიციელია, რომელსაც ჭრილობა აქვს მიყენებული თავის არეში და გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. მას უტარდება შესაბამისი კვლევები.

ერთი 44 წლის მოქალაქე გულ-მკერდის არეში ტკივილით შეყვანილია ინგოროყვას კლინიკაში. მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამჟამად კვლევის პროცესშია.

მესამე პაციენტი კი გადაყვანილია “ნიუ ჰოსპიტალსში” - 27 წლის მამაკაცი, რომელმაც ხალხის მასაში მოქცევის შედეგად გონება დაკარგა. მისი მდგომარეობა ასევე სტაბილურია“, - წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში