​მოკიდეს ხელი და მოქონდათ - დავით ბერძენიშვილი დაკავებულებზე

19 ნოემბერი 2019, 11:40 1400 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება პროცესი, სადაც გუშინ, 18 ნოემბერს, აქციაზე დაკავებული პირების საქმეზე იმსჯელებენ.

სასამართლოსთან მივიდნენ #სირცხვილიას აქტივისტები და პოლიტიკური პარტიის ლიდერები. მათ შორის არის დავით ბერძენიშვილი, რომლის ერთ-ერთი შვილი გუშინ პოლიციამ აიყვანა.

ბერძენიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას მოქალაქეების დაკავების არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. 

''გუშინ რა კადრებიც ვნახეთ დაკავებების, იქ მისი მხრიდან (იგულისხმება შვილი ზუკა ბერძენიშვილი), მათ შორის გიგა მაქარაშვილისგანაც რაიმე დარღვევა არ ჩანდა. არ დაგვემორჩილაო პოლიცია ამბობდა და რაში არ დაემორჩილა ვერ გავიგე. მოკიდეს ხელი და მოქონდათ. არანაირი საფუძველი არ ჰქონდა ხელისუფლებას ამ ადამინების დაკავების. ​გამამართლებელ განაჩენს მაინც და მაინც არ ველოდებით ამ სასამართლოსგან, ალბათ რამდენი დღეს მიუსჯიან, ამის არავის ეშინია. მათ პრაქტიკულად უზრუნველყვეს ამ ადამინების მეტი პოპულარობა, ვიდრე სასამართლომდე იყო. ხელისუფლების მხრიდან ეს მთლად ჭკვიანური საქციელი არ არის'' - უთხრა ჟურნალისტებს დავით ბერძენიშვილმა. 

გუშინ, რუსთაველის გამზირზე 37 პირი დააკავეს. ნაწილი მალევე გამოუშვეს. მათ შორის იყო ''გირჩის'' ლიდერი ზურა ჯაფარიძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში