საქართველოს პარლამენტის პარალელურად საპროტესტო აქცია გრძელდება აჭარის მთავრობასთან

19 ნოემბერი 2019, 12:16 1382 ნახვა

საქართველოს პარლამენტის პარალელურად საპროტესტო აქცია გრძელდება აჭარის მთავრობასთან – ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქციას გაერთიანებული ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას წევრები  მართავენ.

ისინი 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების კანონპროექტის  ჩაგდებასა და საზოგადოების მოტყუებაში ბიძინა ივანიშვილს  ადანაშაულებენ. დღესვეა ჩანიშნული აჭარის მთავრობასთან პარასკევს აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული და მოგვიანებით სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული 4 პირის სასამართლო პროცესი. მათ გამოძიება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება, მათ ინტერესებს საია დაიცავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში