აჭარის მაუწყებლის დირექტორის შესარჩევად მეოთხე კონკურსი განახლდა

19 ნოემბერი 2019, 18:39 1276 ნახვა

სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი მეოთხე კონკურსი განაახლა. პოლიტიკურ სარჩულს და ხელისუფლების ინტერესებს ხედავენ უკვე ნახევარი წელია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებში მესამე სექტორი და ოპოზიცია, ისინი ახლაც იგივე აზრზე რჩებიან.

ამბობენ, რომ  ხელისუფლება ტელევიზიის მისამართით გარკვეულ თამაშს თამაშობს, რაშიც უკვე ეჭვი აღარ ეპარებათ და არგუმენტად სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებები მოჰყავთ. მმართველი გუნდი კი ხელისუფლების ინტერესს გამორიცხავს, საუბრობენ კრიტიკული მედიის არსებობის აუცილებლობაზე, თუმცა აქვე აზუსტებენ, რომ კრიტიკა უნდა იყოს არგუმენტირებული.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში