ბიზნესმენი მამუკა სხვიტარიძე ნიაზ ხალვაშს და მის ძმას ქიბარ ხალვაშს კუთვნილი ქონების მითვისებაში ადანაშაულებს

19 ნოემბერი 2019, 18:53 1758 ნახვა

ბიზნესმენი მამუკა სხვიტარიძე ნიაზ ხალვაშს და მის ძმას ქიბარ ხალვაშს ხელისუფლების დახმარებით, კუთვნილი ქონების მითვისებაში ადანაშაულებს, სასამართლოში საქმის არსებითად განხილვა მიმდინარეობს, ბიზნესმენი ითხოვს მისი საწარმოს კუთვნილი ინვენტარის და დანადგარების დაბრუნებას, რომელიც ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი თქმით რუსთავი-2-ის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოქცევის სანაცვლოდ, მთავრობა ეხმარება ბიზნესმენებს სხვადასხვა საწარმოების უკანონოდ მითვისებაში, აღსანიშნავია რომ ქონება ადრეც ეკუთვნოდა ხალვაშს, თუმცა აუქციონის წესით ის რამდენიმე წლის წინ სხვიტარიძემ შეიძინა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში