ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრს 4 ახალი ავტომობილი დაემატა 

20 ნოემბერი 2019, 11:54 2160 ნახვა

ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრმა, მაღალი გამავლობის 4 ახალი ავტომობილი შეიძინა, რომელიც ყველა საჭირო თანამედროვე მოწყობილობითაა აღჭურვილი. ამით ავტოპარკი სრულად განახლდა. 

ამ დროისთვის ბათუმის მოსახლეობას 13 ბრიგადა ემსახურება.

ბრიგადების დამატება წელიწადში 2-ჯერ, ზამთრისა და ზაფხულის სეზონზე, გამოძახებების რიცხვის გაზრდასთან დაკავშირებით ხდება.

აღნიშნული ტექნიკის ღირებულება 574 ათას ლარს შეადგენს.

ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ ისინი ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებსაც ემსახურებიან, ამიტომ მაღალი გამავლობის ავტომობილების შეძენა აუცილებელი იყო. ახალი ტექნიკის შესაძენად ანხა ბათუმის მერიამ გამოყო. 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში