აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი განახლდა

20 ნოემბერი 2019, 15:17 1190 ნახვა

პარლამენტთან, აქციის დროს  დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს განახლდა. დღეს  მოსამართლე  საბოლოო გადაწყვეტილებას   გამოაცხადებს  37-ვე პირის მიმართ, რომლებიც გუშინ დროებით გაათავისუფლეს.  როგორც დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უდანაშაულებს ამტკიცებს.

გუშინ სასამართლო პროცესი 17 საათს გაგრძელდა, თუმცა დღის განმავლობაში სხდომები რამდენჯერმე გადაიდო, რამაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დამატებითი კითხვები გაუჩინა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში