ეთიკის ქარტია: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია

20 ნოემბერი 2019, 20:40 1174 ნახვა

მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია, ეს არის განგაშის ზარი, შესაძლოა, ეს პროცესი დაგვირგვინდეს სახელისუფლებო კანდიდატის არჩევით - ასეთია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის და მედიაექსპერტების შეფასებები.

ყველა ერთხმად აცხადებს, რომ რისკი - დაიკარგოს გავლენებისგან თავისუფალი მედია - პროდუქტი, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, მაღალია, ამას კი აქვს თავისი წინაპირობები. ეჭვის გასამყარებლად მიზეზებს შორის სახელდება სასამართლო ხელისუფლების ინსტრუმენტად გამოყენება.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, ანუ 10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ტოვებს ვარაუდის საფუძველს, რომ ეს პროცესი მართულია ხელისუფლების მიერ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში