აქციაზე დაკავებულების ხმაურიანი სასამართლო პროცესი

20 ნოემბერი 2019, 20:30 1423 ნახვა

ოპოზიცია მასშტაბური აქციისთვის ემზადება, ამასთან გრძელდება სიმბოლური ბოქლომების აქცია. პარალელურად კი მმართველი გუნდი სხდომას აანონსებს და შეთავაზებებს არ განიხილავს. შეთავაზება კი ისევ პროპორციული, ან გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარებაა. ეს იქნება მთავარი მოთხოვნა ორშაბათის აქციაზეც.

დღეს კი მთავარი აქცენტი  სასამართლო სხდომებზეა გადატანილი, სადაც როგორც ამბობენ პროცესი უსამართლოდ მიმდინარეობს. მთელი დღეა ადმინისტრაციული წესით დაკავებულების და დაგვიანებით გათავისუფლებულების ადვოკატები მტკიცებულებების და საფუძვლის არარსებობაზე საუბრობენ.

გადადებული სხდომების შემდეგ, გადაწყვეტილებებს მოსამართლისგან მოქალაქეები ახლაც ელოდებიან. ცოტა ხნის წინ ხმაური ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა და ხმაური იყო სასამართლოს დერეფანში.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში