ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა საფინანსო კომიტეტზე

20 ნოემბერი 2019, 20:54 1495 ნახვა

ლარი დღეს ისევ გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ხვალ 2 ლარი და 97 თეთრი ეღირება. სწორედ ეროვნული ვალუტის გაუფასურება და ინფლაცია იყო მთავარი საკითხები, რაზეც დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დეპუტატებმა ჰკითხეს.

კობა გვენეტაძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. მისი თქმით, ლარის გამყარებაზე, სხვა ფაქტორებთან ერთად სტაბილური გარემო ტრადიციულად მოქმედებს, თუმცა მმართველი გუნდი ამ საკითხს პირდაპირ არ პასუხობს.

სხვათა შორის საპროტესტო აქციები, სწორედ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც კანონპროექტი ჩააგდო. ოპოზიცია კი რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია, ლარის კურსის ვარდნას პოლიტიკურ მოვლენებზე მეტად  ეკონომიკური გუნდის არაეფექტიან მუშაობას უკავშირებს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში