„მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

20 ნოემბერი 2019, 22:03 2082 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ,  „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.     

გიორგი რურუა იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 18 ნოემბერს დააკავეს. ბრალდებულის ადვოკატი,  ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს, დაკავებული ბრალს არ აღიარებს - "ამოღებული იარაღი თვალითაც არ უნახავს" - განაცხადა ბრალდებულმა.

მას პოლიცია სიახლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებს ედავებიან,  რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში