ცეესკო ანგარიშში მოყვანილ დარღვევებს უარყოფს

09 სექტემბერი 2016, 00:00 4581 ნახვა

''სამართლიანი არჩევნების'' ანგარიშს, რომელშიც  საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებულ ხარვეზებზეა საუბარი ცესკო გამოეხმაურა.  ანგარიშის თანახმად, ხარვეზებით წარიმართა საუბნო-საარჩევნო კომისიის პროფესიული წევრებით დაკომპლექტების პროცესი, რამაც საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების პოლიტიკური მიუკერძოებლობის მიმართ მნიშვნელოვანი კითხვები გააჩინა. ანა მიქელაძის განცხადებით, კი ხარვეზები ამ მხრივ არ არსებობს და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები საკმაოდ მაღალი კვორუმით არიან არჩეულები. მისსივე ინფორმაციით, ამ საკითხზე ცესკოში შესული არც ერთი საჩივარი მომჩივანის სასარგებლოდ არ დაკმაყოფილებულა.

ამავე კატეგორიაში