მრჩეველთა საბჭოს წევრმა აჭარის მაუწყებელში აუდიტის შესვლა მოითხოვა

21 ნოემბერი 2019, 14:42 1477 ნახვა

მრჩეველთა საბჭოს წევრმა თამილა დოლიძემ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში აუდიტის შესვლა მოითხოვა. დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე თქვა, რომ გამოთხოვილი დოკუმენტაციის გაცნობის დროს გარკვეული ხარვეზი აღმოაჩინა. 

''25 ოქტომბრის შემდეგ, ძალიან დიდი დოკუმენტაცია და ბევრი რამ შევისწავლე. ბევრი რამ წავიკითხე და ვიფიქრე. ბატონო გიგო თქვენც თუ დამიჭერთ მხარს, მე ვფიქრობ, რომ აუდიტის შემოსვლა არის აუცილებელი. ჩემი წინადადებაა დირექტორის არჩევის შემდეგ, მომდევნო სხდომაზე საკითხზე ვიმსჯელოთ'' - თქვა თამილა დოლიძემ.

გიგა ჩხარტიშვილმა კი განაცხადა, რომ ნამდვილად არის დოკუმენტები, სადაც სამართლებრივი ხარვეზები იკვეთება. 

''გამოვლენილია, რაღაც ტიპის დოკუმენტები, რომელიც საჭიროებს შესწავლას, ჯერ ჩვენ კარგად გავეცნობით. არის დოკუმენტები, რომელშიც სამართლებრივი ხარვეზები იკვეთება, თუმცა საბოლოოდ სამართლებრივი შეფასების ნაწილი აუდიტის სამსახურმა უნდა დადოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაბამისობის აუდიტი უნდა ჩატარდეს. ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ სახელმწიფო აუდიტს, რომ შესაბამისობის აუდიტისთვის რესურსები გამოყოს'' - თქვა სხდომაზე გიგა ჩხარტიშვილმა. 

მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრებს რიგგარეშე სხდომაზე, საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში