ბაღებში ცხენის ხორცის მიწოდებისთვის პირს პატიმრობა მიუსაჯეს

21 ნოემბერი 2019, 15:50 4446 ნახვა

ბაგა-ბაღებისთვის ძროხის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის მიწოდებაში ბრალდებულს, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ოქტომბერში, შპს „ელენიკო“-ს დირექტორმა ყალბი ვეტერინარული მოწმობების გამოყენების გზით, სამტრედიის N4, N5 და სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საბავშვო ბაგა-ბაღებს, ძროხის ხორცთან ერთად მოტყუებით ცხენის ხორციც მიაწოდა. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  ნ.მ. დამნაშავედ ცნო.

''სამართალდამცველებმა ნ.მ. 2019 წლის 27 თებერვალს დააკავეს. მას  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება), 219-ე მუხლის პირველი ნაწილით (მომხმარებლის მოტყუება), 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ორი ეპიზოდი) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა,'' - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში